ესპანეთის პრემიერი: პროსტიტუცია არალეგალური გახდება

 

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა პირობა დადო, რომ ქვეყანაში პროსტიტუცია არალეგალური გახდება.

ვალენსიაში სოციალისტური პარტიის ყრილობაზე სანჩესმა განაცხადა, რომ პროსტიტუცია ქალების "დამონებას" იწვევს.

ესპანეთში პროსტიტუციის დეკრიმინალიზება 1995 წელს მოხდა. 2016 წელს გაერომ განაცხადა, რომ ქვეყნის სექს-ინდუსტრიის ბრუნვა 4.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

2009 წელს ჩატარებული კვლევით, 3-დან 1 ესპანელ კაცს სექსში ფული გადაუხდია.

2011 წელს ჩატარებული გაეროს კვლევის თანახმად, ტაილანდის და პუერტო რიკოს შემდეგ ესპანეთის პროსტიტუციის ყველაზე პოპულარული ცენტრია.

ესპანეთში პროსტიტუცია კანონით დაურეგულირებელია. ქვეყანაში არც მომსახურების მიმღები და არც გამცემი არ ისჯება, თუმცა დასჯადია მათ შორის შუამავლობა.

სხვადასხვა მონაცემებით, ესპანეთში პროსტიტუციაში 300 000-ზე მეტი ქალია ჩართული.

2019 წელს, ესპანეთის პრემიერმა სანჩესმა პირობა დადო, რომ პროსტიტუცია არალეგალური გახდებოდა, რათა მეტი ქალი ამომრჩევლის მხარადაჭერა მიეღო. მანიფესტში ნათქვამია, რომ "პროსტიტუცია არის სიღარიბის ფემინიზაციის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ასპექტი და ქალებზე ძალადობის ყველაზე სასტიკი ფორმა."

არჩევნებიდან 2 წლის შემდეგ მმართველ პარტიას მსგავსი კანონპროექტი პარლამენტში არ შეუტანია.

 

მსგავსი სიახლეები