ესტონეთმა საომარ მდგომარეობაში თავდაცვის ძალების შემადგენლობა 43 700-მდე გაზარდა
ესტონეთის მთავრობამ საომარ მდგომარეობაში თავდაცვის ძალების რაოდენობის ზედა ზღვარი მნიშვნელოვნად გაზარდა.
ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრვი მაუწყებელი წერს.
ეროვნული თავდაცვის განვითარების მოქმედი გეგმის მიხედვით, ომის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში 26 700 სამხედრო მოსამსახურე შედიოდა. მთავრობამ ეს რიცხვი 43 700-მდე გაზარდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ზრდა რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს; სახმელეთო თავდაცვა გაორმაგდება 10 500 ჯარისკაცამდე, ხოლო საიმარ ვითარებაში სახლეთო ძალებს დამატებით 4000 რეზერვისტი დაემატება, რაც საჭიროა დანაყოფების შესავსებად და მათი საბრძოლო მზადყოფნის აღსადგენად ესტონეთის თავდაცვის დროს.
მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი დაკავშირებულია ესტონეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან: ზრდა ხდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა არტილერია და საჰაერო თავდაცვა.
"ძირითადი ზრდა სახმელეთო თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით ხდება - 10 000-ზე მეტი რეზერვისტი გაიგზავნება სახმელეთო თავდაცვაში", - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა.
ამ შემოდგომაზე, თავდაცვის ძალები მასშტაბურ წვრთნებს, Ussisõnad-ს გეგმავს. წვრთნებისას სახმელეთო თავდაცვის რეზერვისტები გადამზადებას გაივლიან.
ომის დროინდელი პერსონალი შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ. ამრიგად, ომის დროს პერსონალის რაოდენობის ზედა ზღვარი ასევე ნიშნავს, თუ რა ძალა ექნება თავდაცვის ძალების მეთაურს საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს, მთავრობის შემდგომი ბრძანებების მოლოდინის გარეშე.
საომარი მდგომარეობისას პერსონალი წვევამდელებისა და რეზერვისტებისგან ყალიბდება.