ევრორეგულატორი: ვაქცინების შერევამ საწყის კვლევებში პოზიტიური შედეგები აჩვენა

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ განაცხადა, რომ არსებობს მეცნიერული საფუძველი COVID-19-ის ვაქცინების შერევისთვის და ეს უსაფრთხო და ეფექტურია.

ესპანეთსა და გერმანიაში ჩატარებული კვლევის ადრეული შედეგებით ვაქცინების შერევამ დამაკმაყოფილებელი იმუნიტეტის გამომუშავება აჩვენა და უსაფრთხოება დაცულია.

ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთი პირველ დოზაზე AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილ ახალგაზრდებს Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინას სთავაზობენ მეორე დოზად. 

იშვიათ შემთხვევებში კვლევისას ახალგაზრდებში თრომბი განვითარდა.

ევროპის მედიკამენტების სააგენტო რეკომენდაციების გაცემამდე კვლევის საბოლოო შედეგებს დაელოდება.

 

მსგავსი სიახლეები