Fox News ცილისწამების გამო, აშშ-ის ხმის მიცემის სისტემას $787 მილიონს გადაუხდის
ტელეკომპანია Fox News-სა და აშშ-ის საარჩევნო სისტემა Dominion Voting Systems-ს შორის 787.5 მილიონი დოლარის შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ CNN წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ცილისწამების ისტორიულ საქმეზე მხარეებმა შეთანხმებას ბოლო წუთს მიაღწიეს.
Dominion-ის ადვოკატის ჯასტინ ნელსონის თქმით, Fox News-სა და Dominion Voting Systems-ს შორის გარიგების ღირებულება $787 500 000-ია.
"მოხარული ვართ, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას Dominion Voting Systems-თან ჩვენი დავაზე", - ნათქვამია Fox News-ის განცხადებაში.
"ფოქსმა აღიარა Dominion-ის შესახებ სიცრუის გავრცელება, რამაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩემს კომპანიას..." - თქვა ჯონ პულოსმა, Dominion Voting Systems-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
სტატიაში ნათქვამია, რომ შეთნახმების პირობების თანახმად, Fox News-ს არ მოუწევს ეთერში აღიარება, რომ ის Dominion Voting Systems-ზე სიცრუეს მიზანმიმართულად ავრცელებდა.
განცხადებაში Fox News-მა აღიარა, რომ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.
თავდაპირველად, Dominion სარჩელით Fox News-ისგან 1.6 მილიარდი დოლარის ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხების შემდეგ, ტრამპის მხარდამჭერი საჯარო პირები და ჟურნალისტები, მათ შორის, Fox News-ის ეთერში, Dominion Voting Systems-ს არჩევნების შედეგების შეცვლაში და მის გაყალბებაში დაუსაბუთებლად ადანაშაულებდნენ.