ფრანსუა ოლანდი: მოვუწოდებ ფრანგებს, რომ მხარი მაკრონს დაუჭირონ

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ფრანგულ ტელეარხ TF1-თან საუბრის განაცხადა, რომ მეორე ტურში მხარს ემანუელ მაკრონს დაუჭერს. 

"თქვენთვის მორალის წაკითხვას არ ვაპირებ... მე კარგად მესმის, რომ ასეთ მნიშვნელოვან არჩევნებში, ყველაზე მთავარი საფრანგეთია...სწორად ამიტომ მოვუწოდებ ფრანგებს, რომ მეორე ტურში, მხარი ემანუელ მაკრონს დაუჭირონ"- განაცხადა ოლანდმა

მან ასევე განმარტა, რომ მარინ ლე პენის გამაჯრვების შემთხვევაში, საფრანგეთს სამი ფუნდამენტური გამოწვევა დაუდგება, ესენია: ევროკავშირის წევრობა, მოქმედი კონსტიტუციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ნატოს წევრობა. 

ფრანსუა ოლანდს ასევე მიაჩნია, რომ თუკი ემანუელ მაკრონს მემარცხენე ელექტორატის მოხიბვლა სურს, მაშინ შესაბამისი მიდგომა და დიალოგისთვის მზაობა უნდა გამოხატოს. 

ყოფილი პრეზიდენტის ეს მოსაზრება პირველ რიგში სოციალისტი კანდიდატის, ჟან-ლუკ მელანშონის ამომრჩევლებს გულისხმობს, რადგანაც მათმა რიცხვმა, პირველ ტურში 21% შეადგინა. 

ნიკოლა სარკოზი კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტია, რომელმაც ემანუელ მაკრონს მხარი ღიად დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები