FT: კრემლი ხშირი ზარებით წასულ ოლიგარქებს სამშობლოში დაბრუნებას სთხოვს
რუსეთიდან წასული ოლიგარქები ხშირად იღებენ სატელეფონო ზარებს კრემლიდან - მათ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული Financial Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსი ოლიგარქები ამბობენ, რომ მათთვის დაწესებული სანქციები არჩევანს არ უტოვებს და აიძულებს რუსეთში დაბრუნდნენ. მათი თქმით, დასავლური სანქციები რუსულ ელიტებს აიძულებს კიდევ უფრო დაუახლოვნდნენ ვლადიმირ პუტინს, მაშინაც თუ კი, თუ მათ კრემლისგან დისტანცირება სურთ.
გამოცემასთან საუბარში რუსი ოლიგარქები ანონიმურობის დაცვის პირობით ამბობენ, რომ დასავლური სანქციების შემდეგ ისინი ჩიხში მოექცნენ - ან შეეგუონ თავიანთ ბედს, ან რეპრესიების რისკის მიუხედავად დაბრუნდნენ რუსეთში.
"ისინი ამბობენ, რომ მათ ეშინიათ მოწამვლის, მაგრამ სინამდვილეში მათ ქონებისა და საკუთარი რეპუტაციის დაკარგვის ეშინიათ, რომელსაც წლების განმავლობაში აშენებდნენ." - აცხადებს გაზეთთან საუბარში ერთ-ერთი რუსი ბიზნესმენი.