გაერო: პარასკევს "მარცვლეულის შეთანხმების" მოლაპარაკებებზე პროგრესი არ ყოფილა

პარასკევს, თურქეთში, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ტექნიკური მოლაპარაკებების მონაწილეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინიდან მარცვლეულის გადასაზიდად ახალი გემების მიღებაზე.

ამის შესახებ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, ფარჰან ჰაკმა განაცხადა.

"დღემდე, ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრს არ მიუღწევია შეთანხმება ახალი გემების მიღებაზე შავი ზღვის ინიციატივაში მონაწილეობის მისაღებად. ცენტრი აგრძელებს ყოველდღიურ ინსპექტირებას ადრე დაშვებულ გემებზე", - თქვა გაეროს წარმომადგენელმა.

ჰაკის თქმით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ყველა მხარეს აცნობა - უკრაინას, თურქეთსა და რუსეთს - მისი წინადადებები შემდგომი ქმედებების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს "მარცვლეულის შეთანხმების" გაუმჯობესებას და გაფართოებას მხარეთა სურვილის გათვალისწინებით.

"გაერო ყველა მხარეს მოუწოდებს გააგრძელონ დისკუსიები, გადალახონ ოპერატიული გამოწვევები და იმუშაონ ინიციატივის სრულ განხორციელებასა და გაგრძელებაზე", - აღნიშნა მან.

18 მარტს "მარცვლეულის შეთანხმების" ვადის ამოწურვამდე, ბოლო მომენტში ის მაინც გახანგრძლივდა. თუმცა, მოსკოვმა მალევე განაცხადა, რომ ის მხოლოდ 60 დღით გახანგრძლივდა, სტანდარტული 120 დღის ნაცვლად.

ცოტა ხნის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ირგვლივ ვითარება ჩიხში შევიდა და ამაში დასავლეთი დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები