გარი ნევილი ლეიბორისტული პარტიის წევრი გახდა

 

ყოფილი ფეხბურთელი და მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა გარი ნევილი ლეიბორისტულ პარტიას შეურთდა. ეს ინფორმაცია, ლეიბორისტული პარტიის ჩრდილოვანმა კულტურის მდივანმა, ლუსი პაუველმა გაავრცელა.

მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ 2024 წელს, შესაძლოა ნევილი ლეიბორისტების მანჩესტერის მერობის კანდიდატიც გახდეს.

ყოფილი ფეხბურთელი  ბორის ჯონსონის მწვავე კრიტიკოსია. მეტიც, ნევილმა პრემიერის-მინისტრის გადადგომაც მოითხოვა, რისი მიზეზიც "ლოქდაუნის" დროს, ბორის ჯონსონის რეზიდენციაში გამართულ წვეულება გახდა.

პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერის რეზიდენციში, კორონავირუსის დროს, რამდენიმე წვეულება გაიმართა, მათ შორის შარშან, აპრილში, პრინცი ფილიპის დაკრძალვის საღამოსაც.

"ბოლო ორი წელია ამას ვუყურებთ, ამ კაცს პატიოსნება აკლია. ის ჩვენ მუდმივად გვატყუებს. თუმცა, პრობლემა მხოლოდ ეს არ არის, ზოგადად, ის ლიდერობის ყველაზე ცუდ სტილს გვთავაზობს." - განაცხადა ნევილმა

მანჩესტერის ამჟამინდელი მერი, ლეიბორისტული პარტიის წევრი ენდი ბურნემი, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია. მეორე ვადის დასრულების შემდეგ, სავარაუდოა, რომ ის რეგიონალური პოლიტიკიდან, ეროვნულ დონეზე გადაინაცვლებს.

მსგავსი სიახლეები