ინგლისში კორონავირუსის 162 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

 

1 იანვარს ინგლისში კორონავირუსის 162 572 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ახალი რეკორდია.

ქვეყანაში ომიკრონ შტამის გავრცელების ფონზე კორონავირუსის ახალი ტალღაა.

31 დეკემბერს ინგლისში Covid-19-ით ინფიცირების 160 276 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევების რეკორდული რაოდენობის მიუხედავად, სიკვდილიანობა ქვეყანაში წინა ტალღებზე დაბალია. წინა თვეში ბრიტანეთში კვირის საშუალო სიკვდილიანობა 115 იყო, მაშინ როცა 2021 წლის იანვარში 1000-ზე მეტი ადამიანი იღუპებოდა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები