ისრაელმა "ჰამასის" მიერ რამდენიმე დღის წინ მოკლული 6 მძევლის ცხედარი რაფაში იპოვა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა კვირას განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ გატაცებული ექვსი მძევლის ცხედარი ღაზას სამხრეთით, რაფაში მდებარე გვირაბში, ტერორისტების მიერ მათი მკვლელობიდან მალევე იპოვეს.
მძევლები იყვნენ 23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი, 24 წლის ედენ იერუშალმი, 25 წლის ორი დანინო, 32 წლის ალექსი ლობანოვი, 40 წლის კარმელ გათი და 27 წლის ალმოგ სარუსი.
გოლდბერგ-პოლინი, იერუშალმი, ლობანოვი, სარუსი და დანინო Nova-ს მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცეს, რეიმის კიბუცის მახლობლად, ხოლო გათი ბეერის კიბუციდან.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ აბუ კაბირის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ცხედრებზე მათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები ჰქონდათ.
სამინისტრომ აღნიშნა, რომ მძევლები გაკვეთამდე 48-დან 72 საათით ადრე მოკლეს, ხუთშაბათიდან პარასკევის დილამდე.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ ჰამასმა "სასტიკად მოკლა" მძევლები ისრაელელი სამხედროების მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე - შესაძლოა მათ აღმოჩენამდე მხოლოდ ერთი ან ორი დღით ადრე.
"პირველადი შეფასებით… ისინი სასტიკად მოკლეს ჰამასის ტერორისტებმა, სანამ ჩვენ მათთან მივაღწევდით. ისინი 7 ოქტომბერს, დილით, გაიტაცა ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა," - განაცხადა ჰაგარიმ პრესკონფერენციაზე. "მათი ცხედრები იპოვეს რაფაში ბრძოლის დროს, გვირაბში, იმ გვირაბიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით, სადაც რამდენიმე დღის წინ გადავარჩინეთ ფარჰან ალ-კადი."
ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა მძევლების ზუსტი ადგილმდებარეობა, მაგრამ ჰქონდა მინიშნებები ზოგადი ტერიტორიის შესახებ, სადაც შეიძლებოდა ისინი ყოფილიყვნენ და ამიტომ ფრთხილად მოქმედებდა ამ ტერიტორიაზე.
"მას შემდეგ, რაც ფარჰანი ვიპოვეთ, ჯარებმა აქცენტი აქცენტი იმაზე გააკეთეს, რომ ჩვეულებრივზე მეტად ფრთხილად ემოქმედათ, იმის გამო, რომ გაიგეს, რომ ამ მხარეში შესაძლოა სხვა მძევლები ყოფილიყვნენ. ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია მძევლების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ," - განაცხადა ჰაგარიმ.
ისრაელელმა სამხედროებმა შაბათს დაიწყეს გვირაბების კომპლექსის ჩხრეკა, დაახლოებით 20 მეტრში მიწისქვეშეთში და მძევლები მკვდარი იპოვეს დღის მეორე ნახევარში.
მძევლების პოვნის პროცესში გვირაბში არ ყოფილა შეტაკება ჰამასის ტერორისტებთან და მცველები, რომლებმაც, სავარაუდოდ, ექვსი მძევალი მოკლეს, გაიქცნენ. თუმცა, ისრაელის არმიამ იბრძოლა იმ ტერორისტებთან, ვინც გვირაბის ზემოთ არსებულ ტერიტორიაზე იყვნენ.