იტალიაში 82 მაფიოზი დააკავეს

იტალიის პოლიციამ ორშაბათს 82 ადამიანი დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ფოჯიას მაფიის წევრობაში.

ამ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, დაკავებულებს ბრალი ნარკოტიკების ვაჭრობასა და გავრცელებაში, ასევე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.

სამართალდამცავების თქმით, ორგანიზაციამ, რომელსაც "ფირმა" ერქვა, დადო შეთანხმება ფოჯიას კომუნაში წელიწადში მილიონობით ევროს ღირებულების ნარკოტიკების, ძირითადად კოკაინის გავრცელების შესახებ.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოსი მიესალმა პოლიციის ოპერაციას, როგორც "ძლიერი სახელმწიფო რეაგირების" დემონსტრირებას.

მას მხარი დაუჭირა პულიას რეგიონის გუბერნატორმა მიკელე ემილიანომ და თქვა, რომ ხელისუფლებამ "აჩვენა, რომ სახელმწიფო ამ რეგიონში არსებობს."

მსგავსი სიახლეები