ჯანმო: ევროპა კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი ხდება

 

ევროპა გლობალური პანდემიის ახალი "ეპიცენტრია" და კორონავირუსის შემთხვევების ამ ტრაექტორიით ზრდის შემთხვევაში, ზამთარში კიდევ ნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპება, თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ.

კლუგეს განმარტებით, წინა კვირაში ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კორონავირუისის 1.8 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მსოფლიოს ინფიცირების შემთხვევების 59%-ია. ამავე პერიოდში რეგიონში 24,000 ადამიანი დაიღუპა, რაც მთლიანი მსხვერპლის 48%-ია.

ბოლო კვირაში რეგიონში ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობაც გაორმაგდა.

კლუგემ ვირუსის ახალი ტალღის მიზეზად ვაქცინაციის ტემპის შემცირება და შეზღუდვების შემსუბუქება დაასახელა.

ბალტიისპირეთის, ბალკანეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სრულწლოვანი მოსახლეობის მხოლოდ 47%-ია სრულად აცრილი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები