ჯო ბაიდენის რეიტინგი რეკორდულად დაეცა

პრეზიდენტ ბაიდენის საქმიანობას დადებითად ამერიკის მოსახლეობის რეკორდულად მცირე ნაწილი - 43% აფასებს. ამის შესახებ Gallup-ის ახალ კვლევაში ვკითხულობთ.

1-17 სექტემბერს ჩატარებული კვლევა პირველია ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ, როდესაც მოსახლეობის ასეთ დიდ ნაწილს, 53% არ მოსწონს ბაიდენის საქმიანობა.

ბაიდენი დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერების 90%-ს მოსწონს, რესპუბლიკელებში კი მხოლოდ 5%-ს.

რეკორდულად დაბალი, 37%-ია ბაიდენის მხარდაჭერა ამერიკის უპარტიო მოქალაქეებში.

ამერიკის პრეზიდენტის მხარდაჭერამ კლება ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გამოსვლას და ქვეყნის ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლას მოჰყვა.

კვლევაში 1000 ადამიანი მონაწილეობდა, ცდომილების ზღვარი 4%-ია.

  

 

მსგავსი სიახლეები