ჯო ბაიდენის რეიტინგი რეკორდულად შემცირდა
ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საქმიანობას დადებითად ამერიკელების მხოლოდ 33% აფასებს. ამის შესახებ Quinnipiac-ის კვლევაში ვკითხულობთ.
უპარტიო, დამოუკიდებელ ამომრჩევლებს შორის მისი რეიტინგი 24%-ია, ესპანურენოვან მოსახლეობაში 28%.
უჩვეულოდ მცირეა მისი რეიტინგი დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებს შორის - 75%.
ამერიკის პრეზიდენტის საქმიანობას ეკონომიკის მიმართულებით დადებითად 34% აფასებს, უარყოფითად - 57%.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ამ მიმართულებით ბაიდენის საქმიანობას 35% აფასებს დადებითად, 54% კი - უარყოფითად.
2022 წლის 8 ნოემბერს ამერიკაში კონგრესის, 36 შტატში გუბერნატორის და 50-ვე შტატში ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები ჩატარდება.