კანადური არასამთავრობო: თალიბანს მზად აქვს ლგბტ+ თემის ‘მოსაკლავთა სია’

 

კანადური არასამთავრობო ორგანიზაცია „რეინბოუ რეილროუდი“ აცხადებს, რომ თალიბანს ხელთ აქვს ავღანეთის ლგბტ+ თემის წევრთა სია, რომლებსაც მოკვლას უპირებს.

„ავღანეთში მართლაც ძალიან საშიში დრო დადგა, ზუსტად ვიცით, რომ თალიბანის წევრებს ლგბტ+ პირების „მოსაკლავი სია“ აქვთ“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კიმალი პაუელმა.

პაუელის თქმით, თალიბანი, სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, აქტიურად ცდილობს ლგბტ+ პირებზე ინფორმაციის შეგროვებას.

„რეინბოუ რეილროუდის“ ანგარიშის თანახმად, თალიბანის მებრძოლებს ლგბტ+ თემის ზოგიერთი წევრის შესახებ პირადი ინფორმაცია ხელში ავღანეთიდან სამოქალაქო პირთა დასავლეთში ევაკუაციის დროს ჩაუვარდათ.

„ბევრი გვეუბნება, რომ ჩვენი ორგანიზაციის სახელით მიიღეს შეტყობინება, რომელშიც პირადი ინფორმაციის გადაცემას ითხოვდნენ“, - ამბობს პაუელი.  

ავღანეთში ლგბტ+ თემის მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა აგვისტოს შემდეგ, როცა ქვეყანა აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს, ხოლო მართვის სადავეები ხელში ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა აიღო.

ავღანეთში ჰომოსექსუალური ურთიერთობები ტაბუირებულად ითვლება. ავღანეთის სამოქალაქო ხელისუფლების პირობებშიც კი არა-ჰეტეროსექსუალური კავშირი კრიმინალიზებული იყო და ორ წლამდე პატიმრობით ისჯებოდა.

მსგავსი სიახლეები