კარასინი: საქართველო პოლიტიკურად მომწიფდა
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ქართველებმა ოს დებს და ძმებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ.
“ბიძინა ივანიშვილის განცხადების მოულოდნელ ტონს და სხვა ქართველი პოლიტიკოსებისაც, სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობაში ახალი ატმოსფეროს შექმნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით დიდი ინტერესით შეხვდნენ კავკასიაში, და მთლიანად მსოფლიოში. ბოლო 16 წლის განმავლობაში საქართველო პოლიტიკურად მომწიფდა” - განაცხადა კარასინმა
კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოში იზრდება იმის გაგება, რომ 2008 წლის სააკაშვილის ავანტიურის შემდეგ, მტრობამ და დაპირისპირებამ ადგილი გონიერებასა და სტაბილურობას უნდა დაუთმოს.