კატალონიელი სეპარატისტების ლიდრი პუჩდემონი იტალიაში დააპატიმრეს
კატალონიელი სეპარატისტების ლიდერი კარლეს პუჩდემონი იტალიაში დააკავეს.
იტალიის პოლიციამ ის სარდინიაზე, კულტურულ ღონისძიებაზე დააპატიმრა, სადაც სარდინიის დამოუკიდებლობის მოძრაობის ლიდერებს ხვდებოდა.
ის ალგეროს აეროპორტში იმყოფება.
პუჩდემონმა პირველად ესპანეთი 2017 წელს დატოვა და ბელგიაში წავიდა. მის მიერ კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადება, ესპანეთის სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო.
პუჩდემონმა ბელგიის თავშესაფარი მიიღო და სასამართლო ესპანეთში მის ექსტრადიციას არ დაეთანხმა.
სეპარატისტი ლიდერი ამჟამად ევროპარლამენტის წევრია, თუმცა ევროპარლამენტმა მისი იმუნიტეტი მარტში შეაჩერა.