კისინჯერი: ნეიტრალური უკრაინის იდეა გადავაფასე, უკრაინა ნატოში უნდა შევიდეს

ჰენრი კისინჯერის თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, ნეიტრალური უკრაინის იდეა აღარ არის რელევანტური, ხოლო უკრაინის ნატოში გაწევრიანება, მისაღები იქნება. 

ამის შესახებ, აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. 

"ამ ომის დაწყებამდე, მე ვეწინააღმდეგებოდი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, რადგან ვშიშობდი, რომ დაიწყებოდა ის პროცესი, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალს. ახლა, როდესაც ამ პროცესმა ასეთ დონეს მიაღწია, ნეიტრალური უკრაინის იდეამ აზრი დაკარგა.

საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, უკრაინამ უნდა მიიღოს გარანტიები ნატოსგან, რა ფორმითაც არ უნდა მოხდეს ეს. ვფიქრობ, უკრაინის ნატოში გაწევრიანება, შესაფერისი ნაბიჯი იქნება,"- თქვა კისინჯერმა. 

გარდა ამისა,  გამოსვლის დროს, კისინჯერმა აღნიშნა, რომ კვლავ ემხრობა რუსეთთან დიალოგის შენარჩუნებას. მისი თქმით, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, უნდა განახლდეს დიალოგი - რუსეთისთვის გარკვეული პირობებით, ხოლო დაწესებული სანქციების მოხსნა, რუსეთის მიერ პირობების შესრულებაზე უნდა იყოს დამოკიდებული. 

კონტექსტი 

ამ დრომდე, ჰენრი კისინჯერი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პროცესს ეწინააღმდეგებოდა და ავითარებდა მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის პროვოცირება, აშშ-ს და დასავლეთის არასწორმა ნაბიჯებმა გამოიწვია. 

 

მსგავსი სიახლეები