კოსოვომ პირველი Bayraktar-ები მიიღო
ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს უსაფრთხოების ძალებმა, კონტრაქტის გაფორმებიდან თითქმის შვიდი თვის შემდეგ, თურქული წარმოების პირველი ხუთი Bayraktar TB2-ის უპილოტო საფრენი აპარატი მიიღეს.
ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Klan Kosova იუწყება.
გამოცემა წერს, რომ დრონებთან ერთად კოსოვოელებმა კონტროლის თანმხლები სისტემებიც მიიღეს.
კოსოვოში Bayraktar-ის მიმართ ინტერესი გასული წლის დასაწყისში, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გაჩნდა. 2022 წლის ბოლოს კოსოვოს თავდაცვის სამინისტრომ მწარმოებელთან კონტრაქტი გააფორმა.
Bayraktar TB2 არის მოიერიშე დრონი, რომელსაც შეუძლია საშუალო სიმაღლეზე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩეს, თვალყური ადევნოს სამიზნეს და გაანადგუროს. აპარატის მთავარი დანიშნულება სადაზვერვო მისიების შესრულებაა.
თურქულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა პირველად თავი 2020 წელს, მთიანი ყარაბაღის ექვსკვირიან ომში გამოიჩინეს, სადაც მათ აზერბაიჯანი იყენებდა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყების შემდეგ, Bayraktar TB2-მა თავისი ეფექტურობა უკრაინაშიც აჩვენა.
კოსოვოს გარდა, ამ დრონებით რეგიონის სხვა ქვეყნები - სერბეთი, ალბანეთი, რუმინეთი დაინტერესდნენ.