კვლევა: ამერიკელების 74% თვლის, რომ შეზღუდვები ეფექტურად აჩერებს ვირუსის გავრცელებას

ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ კორონავირუსის შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვები ეფექტურია. ამის შესახებ Hill-HarrisX-ის კვლევაში ვკითხულობთ.

ამერიკაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 74% აცხადებს, რომ 2 მეტრიანი დისტანცია, პირბადეების სავალდებულო ტარება და ზოგიერთ ადგილას შესასვლელად სავალდებულო ვაქცინაცია, ვირუსის შესაჩერებლად ეფექტური ზომა იყო.

საპირისპიროდ, 26% აცხადებს, რომ შეზღუდვებმა არ იმუშავა.

დემოკრატების 93%, დამოუკიდებელი ამომრჩევლების 69% და რესპუბლიკელების 59% თვლის, რომ შეზღუდვებმა ეფექტურად შეაჩერეს ვირუსის გავრცელება.

კვლევაში 948 ადამიანი მონაწილეობდა და ცდომილების ზღვარი 3.2%-ია.

 

მსგავსი სიახლეები