კვლევა: ამერიკელების უმრავლესობას სჯერა, რომ კორონავირუსი ჩინური ლაბორატორიიდან გავრცელდა
ამერიკელების უმრავლესობას სჯერა, რომ კორონავირუსი ჩინური ლაბორატორიიდან გავრცელდა. ამის შესახებ POLITICO-Harvard-ის ახალ კვლევაში ვკითხულობთ.
ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების ვერსიას გამოკითხულთა 52% იზიარებს, ცხოველისგან ინფიცირების ვერსიას კი 28% ემხრობა.
2020 წლის მარტში Pew Research Center-ის ჩატარებული კვლევის თანახმად, ამერიკელების 29%-ს სჯეროდა, რომ ვირუსი ლაბორატორიიდან გავრცელდა.
22-27 ივნისს ჩატარებულ კვლევაში 1009 ადამიანი მონაწილეობდა.