კვლევა: ბაიდენის საქმიანობას ამერიკელების 60% დადებითად აფასებს
ამერიკელი ამომრჩევლების უმრავლესობა ჯო ბაიდენის საქმიანობას დადებითად აფასებს, ამის შესახებ Hill-HarrisX-ს კვლევაში ვკითხულობთ.
რეგისტრირებული ელექტორატის 60%-ს მოსწონს ბაიდენის საქმიანობა, 40%-ს - არა.
ბაიდენს ყველაზე დიდი მხარდაჭერა კორონავირუსის პანდემიის მენეჯმენტში აქვს. გამოკითხულთა 68% თვლის, რომ ის ამ საქმეს თავს კარგად ართმევს, 32% კი - პირიქით.
ეკონომიკასა და სამუშაო ადგილებზე 59% იწონებს ბაიდენის სამუშაოს, 41% - არა.
აშშ-ს შრომის დეპარტამენტის ინფორმაციით ივნისში ქვეყანაში 850 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა.