კვლევა: ბაიდენის საქმიანობას ამერიკელების 50% პოზიტიურად აფასებს
ამერიკელების 50% ბაიდენის საქმიანობას პოზიტიურად აფასებს, 49% კი ნეგატიურად. ამას CNN-ის ახალ კვლევაში ვკითხულობთ.
CNN-ის მიერ სექტემბერში ჩატარებული ანალოგიური კვლევით ბაიდენის საქმიანობას დადებითად 52% აფასებდა.
გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ ბაიდენმა უფრო მეტი გააკეთა ქვეყნის გასაერთიანებლად, ვიდრე დასაყოფად.
7-11 ოქტომბერს ჩატარებულ კვლევაში 1000 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის ცდომილების ზღვარი 4.2%-ია.