კვლევა: ნოვავაქსის ვაქცინა ახალი კვლევით 90%-ით ეფექტურია
Novavax-მა ორშაბათს განაცხადა, რომ მათი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურია და ადამიანებს ვირუსის სხვადასხვა ვარიანტებისგანაც იცავს. ვაქცინის ფართო კვლევა ამერიკასა და მექსიკაში ჩატარდა.
Novavax-ის ვაქცინა უსაფრთხოა და ჯამში 90%-იანი ეფექტურობა აქვს.
აღნიშნული ვაქცინა გამორჩეულია იმით, რომ შენახვა და ტრანსპორტირება მარტივია.
კომპანია ამერიკასა და ევროპაში ავტორიზაციის მიღებას სექტემბრის ბოლოს ელის. ისინი თვეში 100 მილიონზე მეტი ვაქცინის წარმოებას აპირებენ.
იმ ფონზე, რომ ამერიკის მოსახლეობის ნახევარი აიცრა, განვითარებად ქვეყნებში ვაქცინაციის მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია.
Novavax-ის ვაქცინის კვლევაში 18 წელს ზემოთ 30 000 ადამიანი იყო ჩართული.
მათმა ორმა მესამედმა 3 კვირის შუალედით ვაქცინის ორივე დოზა მიიღო.
შემოდგომაზე ნოვავაქსის ვაქცინა საქართველოშიც შემოვა.