ლიეტუველმა მესაზღვრეებმა რუსული სამხედრო სიმბოლოებით ვაგონები ქვეყანაში არ შეუშვეს
ლიეტუველმა მესაზღვრეებმა კიბარტაის საგუშაგოზე შენიშნეს, რომ ლიეტუვაში 3 და 4 ნოემბერს ჩამოსული ორი სატვირთო მატარებელი რუსული სამხედრო სიმბოლოების მქონე ვაგონებს ატარებდა. ამის შესახებ 5 ნოემბერს ლიეტუვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა განაცხადა.
მატარებლები ლიეტუვაში კალინინგრადის რეგიონიდან ჩავიდნენ.
"ერთ მატარებელში სამი ვაგონი იყო, მეორეში კი ორი. ცარიელი ვაგონებს ლიეტუვის გავლით ბელორუსში ტრანზიტით უნდა გაევლო", - ნათქვამია განცხადებაში.
მესაზღვრეებმა ამ სიმბოლიკის მქონე ვაგონების მატარებლებიდან ჩახსნა და კალინინგრადის რეგიონში დაბრუნება მოითხოვეს.
გამოქვეყნებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ვაგონებზე რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების სიმბოლოებია..