ლუკაშენკო პეკინში იმყოფება, სადაც სი ძინფინგს შეხვდება

ბელარუსი დიქტატორის თვითმფრინავი ჩინეთის დედაქალაქში ჩაფრინდა, ლუკაშენკო სი ძინფინგსაც შეხვდება. 

დიქტატორის ვიზიტი ჩინეთის მხრიდან გასაჯაროებულ ე.წ. სამშვიდობო გეგმას და კონფლიქტში ჩინეთის მზარდი ჩართულობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს დაემთხვა. 

ლუკაშენკა და სი ერთმანეთს ბოლოს 2022 წლის ოქტომბერში შეხვდნენ. 

ზოგი კომენტატორის აზრით ვიზიტი ირიბად შესაძლოა ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდების საკითხსაც შეეხოს. გასულ კვირაში აშშ-ს უმაღლესმა თანამდებობების პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ჩინეთი რუსეთისთვის დამრტყმელი დრონებისა და საარტილერიო ჭურვების მიწოდებას განიხილავდა. 

კონტექსტი

4 თებერვალს Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ჩინეთი პერიოდულად არღვევს დასავლური სანქციების რეჟიმს და რუსეთს არალეტალურ  და სამხედრო დანიშულების პროდუქციას აწვდიდა, მათ შორის თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებს, რადიო-ლოკაციურ და გადამცემ მოწყობილობებს. 

გასულ კვირას ჩინეთმა უკრაინაში მიმდინარე ომის შეწყვეტასთან დაკავსირებით საკუტარი 12-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რომელიც ბევრი დამკვირვებლის აზრით რუსეთისთვის სასარგებლოდ იყო ფორმულირებული. 

ღია გადახრის მიუხედავად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დიპლომატიურად განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ წარმოდგენილი გეგმის ზოგი ნაწილს ეთანხმება. 

ომის დაწყებიდან ამ დრომდე უკრაინა აქტიურად ცდილობს ჩინეთთან დაპლომატიური ჩართულობა გაზარდოს, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ოფისში არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ჩინეთის ლიდერთან საუბარი სურთ, თუმცა ამ დრომდე ძალისხმევას შედეგი არ მოჰყოლია. 

ცნობილია, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა უკრაინის პირველმა ლედი, ჩინეთის დელეგაციას სპეციალური წერილი გადასცა. 

მსგავსი სიახლეები