ლუკაშენკომ უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მშვიდობიან ცა უსურვა

ბელარუსის დიქტატორმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე განცხადებით მიულოცა. 

"ბელარუსის სახელმწიფოს ლიდერმა უკრაინელებს მშვიდობიანი ცა, ტოლერანტულობა, სიმამაცე და წარმატებები უსურვა მოქალაქეების ღირსეული ცხოვრების აღდგენის გზაზე",- ნათქვამია ლუკაშენკოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ შეტყობინებაში. 

ლუკაშენკოს თქმით, დღევანდელი წინააღმდეგობები ვერ მოარღვევს "ორ სახელმწიფოს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს". 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ლუკაშენკო ღიად გამოდის რუსეთის მხარეზე. 24 თებერვალს კიევის მიმართულებით შეტევა რუსეთმა სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან დაიწყო, სადაც რუსეთის სამხედრო ნაწილები იყო განლაგებული. 

24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის უმაღლესმა რადამ სახელმწიფოებრივი სუვერინეტეტისა და დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაცია მიიღო. 

მსგავსი სიახლეები