მაიკ პომპეო: ჩვენ არ ვართ რასისტი ერი
ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი აიოვას შტატში ევანგელისტებს შეხვდა. რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი პირველად ამ შტატში ტარდება, რის გამოც ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ის შესაძლოა 2024 წელს კენჭისყრას აპირებს.
“ჩვენ არ ვართ დამარცხებული ერი,” თქვა მან. “ჩვენ არ ვართ დაკნინებისკენ მიმავალი ერი. ჩვენ არ ვართ რასისტი ერი. ჩვენ ვართ ღვთის მიერ კურთხეული ქრისტიანი ერი. არ მისცეთ უფლება სოციალისტებს დაგამცირონ.”
მან ბაიდენის ადმინისტრაცია გააკრიტიკა ამერიკის სამხრეთ საზღვარზე კედლის მშენებლობის შეჩერების და მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო.
ასევე პომპეომ ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობაზე განაცხადა, რომ “უღმერთო ერი ებრძვის ღვთისმოშიშ ხალხს.”
ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯერ ოფიციალურად არ აცხადებს იქნება თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი.