მაიკლ კოფმანი: პუტინის რეჟიმი "დაიჭრა", ხოლო პრიგოჟინი საბოლოოდ დამარცხდა

ამერიკელმა სამხედრო ანალიტოკსმა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მცოდნემ, მაიკლ კოფმანმა, საკუთარი შეფასება გამოაქვეყნა ევგენი პრიგოჟინის მიერ 23 ივნისს დაწყებულ სამხედრო ამბოხზე. 

მისი თქმით, ეს არ იყო გადატრიალება, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, მაგრამ პუტინისა და FSB-ს მიმართვებიდან უნდა დავასკვნათ, რომ რეჟიმის სისუსტე გამოაჩინა. 

"დიდხანს ვფიქრობდი, პრიგოჟინი ინტუიტიურად მიხვდა რაღაცას სისტემის შესახებ, რომ შოიგუს მსგავსი მაღალი თანამდებობის პირების პოზიციები სუსტი იყო, ხოლო რეჟიმი ფუნდამენტურად გამოხრული, რაც პუტინზე წნეხს გამოიწვევდა და გარიგების დადება შესაძლებელი იქნებოდა... თუ გათვლის დროს უხეში შეცდომა დაუშვა."- წერს კოფმანი.

მისი შეფასებით, ევგენი პრიგოჟინი სანახევროდ იყო მართალი. ვაგნერის მოულოდნელი წარმატება გამოწვეული იყო სწრაფი და მიზანმიმართული გადაადგილებით, განსხვავებით რუსული არმიის დანაყოფებისგან.

"რუსეთის არმიის დიდი ნაწილი უკრაინაშია განლაგებული. უცხო თვალისთვის, ვაგნერი განცალკევებულ ჯგუფადაა აღქმული, მაგრამ როსტოვში, ამ საკითხს ასე არ აღიქვამენ. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სიმპათიით [ვაგნერის მიმართ. რედ], ან ადგილბრივი ძალების მიერ ინიციატივის ნაკლებობით." 

თუმცა, კოფმანს მიაჩნია, რომ პრიგოჟინმაც არასწორი გათვლა გააკეთა, რადგანაც "ეს სასოწარკვეთილი აქტი იყო." მისი თქმით, ვაგნერის მეთაურს შეზღუდული მიზნები გააჩნდა. 

მე გაოცებული ვიყავი, მისი გამარჯვების თეორიით. მოსკოვზე წასვლა, რის გასაკეთებლად? ყურადღების მისაპრყობად? კრემლზე შეტევის განსახორციელებლად?

მაიკლ კოფმანი სკეპტიკურად იყო პრიგოჟინის გეგმისადმი განწყობილი, მათ შორის იმიტომ, რომ რუსეთს არ აქვს წარმატებული სამხედრო გადატრიალებების დიდი ისტორია, თუმცა ამ ფონზე, ვაგნერის მსვლელობა მოსკოვზე, ბევრად უფრო პერსპექტიულად გამოიყურებოდა, ვიდრე 2022 წელს კიევის აღების სურვილი. 

ეს არ ყოფილა უსისხლო ამბოხი. ვაგნერის მებრძოლებმა იმაზე დიდი ზიანი მიაყენეს რუსეთის არმიას, ვიდრე უკრაინამ, უკანასკნელი კვირების განმავლობაში - ამერიკელი ექსპერტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებულ ჩამოგდებულ ვერტმფრენებსა და თვითმფრინავებზე მიუთითებს. 

"მხოლოდ ერთ დღეში, რუსეთის არმიის 13 პილოტი დაიღუპა, უცნობია დაღუპული ვაგნერელების რაოდენობა"-აღნიშნა კოფმანმა. 

მისი თქმით, პრობლემის მიზეზი პუტინის ნელი მოქმედებაც იყო, რასაც ბოლო პერიოდში, ძალიან ხშირად ვხედავთ. 

"იყო თუ არა ეს დაზვერვის სამსახურის ჩაავრდნა? ვაშინგტონში, ჩვენ ვხუმრობთ ხოლმე, რომ რაღაც მოვლენა, პოლიტიკის წარმატების დამსახურება ან დაზვერვის სამსახურის ჩავარდნის შედეგია."

ამერიკელი სამხედრო ექსპერტისთვის უცნობია, ელოდა თუ არა პრიგოჟინი სამხედრო მხარდაჭერას სხვებისგან, რაც ვერ მიიღო. "აპათია საკმარისი არ არის, ხოლო ფრონტზე მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მის მიერ შერჩეული დრო ხელსაყრელი არ იყო." 

სამხედრო დაჯგუფება ვაგნერზე საუბრისას ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ბახმუტის გარდა, სხვა გეოგრაფიულ წერტილებში, რუსული არმიისთვის მათზე დამოკიდებულება ნაკლებია. აღქმა, რომ თითქოს ვაგნერის მებრძოლები ყველგან არიან, სწორი არ არის. 

ამ საკითხს, მაიკლ კოფმანმა ვაგნერის ავტონომიურობაზე საუბრისას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, პრიგოჟინის დაჯგუფებაზე საუბრისას, უნდა გავითვალისწინოთ ადგილი, სადაც მათ მოქმედება უწევთ.

"ომის კონტექსტში მათი ავტონომიურობა ლიმიტირებულია, განსხვავებით ისეთი ქვეყნებისგან, როგორიც არის მალი, სადაც მდგომარეობა განსხვავებულია." 

ამერიკელი მიმოხილველი ასევე აღნიშნავს, რომ რადგანაც პრიგოჟინის მებრძოლებს ბახმუტის მიღმა იშვიათად იყენებენ, სწორად ეს გახდა მიზეზი, რატომაც ასე სწრაფად მოახერხეს მათ როსტოვამდე მისვლა.

უცნობია, რა შეთანხმება დაიდო ვაგნერთან. კრემლი ცდილობდა, რომ კონკურენტი სამხედრო დაჯგუფებები შეექმნა და ახლა ეს პროცესი დაჩქარდება. რა იქნება ვაგნერთან მიმართებით, ასევე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ბედი ეწევა მოსკოვში ამ ორგანიზაციის უკან მდგომებს. 

მაიკლ კოფმანი არ გამორიცხავს, რომ ვაგნერი სრულად ან ნაწილობრივ დაიშალოს. მისი შეფასებით, ევგენი პრიგოჟინი და მისი დაჯგუფება საბოლოოდ დამარცხდა, თუმცა დამარცხებულია პუტინიც, რადგანაც მისი რეჟიმი "დაიჭრა." 

 

მსგავსი სიახლეები