მაკრონი პარტიებთან შეხვედრისას: უკრაინის დახმარებაზე წითელი ხაზი არ გვაქვს

საპარლამენტო პარტიების ლიდერებთან შეხვედრისას საუბარში განაცხადა, რომ საფრანგეთს უკრაინის დახმარების კუთხით წითელი ხაზები არ აქვს და არც ჯარების გაგზავნაა გამორიცხული. 

ინფორმაციას ამის შესახებ შეხვედრაში მონაწილე პოლიტიკოსებზე დაყრდნობით Le Monde ავრცელებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა პარლამენტარები დღეს დილით ელისეს სასახლეში მიიღო და შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იყო. შეხვედრის მიზეზი კი 27 თებერვალს მაკრონის მიერ გაკეთბული განცხადებები იყო, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ეხებოდა. 

შეხვედრიდან გამოსულმა ნაციონალური საბჭოს პრეზიდენტმა ჟორდან ბარდელამ განაცხადა, რომ "აღელვებულია მაკრონის პოზიციებით. ბორდელას თქმით, მაკრონმა განმარტა, რომ უკრაინის დახმარების კუთხით საფრანგეთს საკუთარი თავისთვის ლიმიტი დაწესებული არ აქვს. 

ბორდელას მსგავსი კომენტარი გააკეთება შეხვედრიდან გამოსულმა კომუნისტური პარტიის დივანმა ფაბიენ რუსელმა - "საფრანგეთის პოზიცია შეიცვალა, წითელი ხაზები აღარ არსებობს, შეზღუდვები აღარ არსებობს."

შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილის ცნობით, მაკრონი რუკის ფონზე საუბრობდა რუსეთის არმიის წინსვლის შესაძლო სცენარებზე, ოდესისა და კიევის მიმართულებით. დეპატუტის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტი ირწმუნებოდა, რომ ამ სცენარში საფრანგეთი იძულებული იქნებოდა ჩარეულიყო, ვინაიდან არაფრის ფასად არ დაეშვა უკრაინის დამარცხება. 

კონტექსტი 

27 თებერვალს ემანუელ მაკრონმა პარიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ უკრაინის მხარდამჭერი ახალი ზომების შესახებ გამოაცხადა და რუსეთზე გამარჯვების მისაღწევად უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნაც არ გამორიცხა. 

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ შეხვედრამდე 2 კვირით ადრე უკრაინაში ჯარების გაგზავნის წინადადების განხილვის თხოვნით წერილი საფრანგეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა. 

უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხის განხილვა დაადასტურეს სხვა ლიდერებმაც, თუმცა მათი თქმით, ამ საკითხზე თანხმობა ჯერჯერობით არ არსებობს. 

მსგავსი სიახლეები