მეხიკოში კოლუმბის ნაცვლად აბორიგენი ქალის ძეგლს დადგამენ
მეხიკოში იტალიელი მოგზაურის, ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლის აბორიგენი ქალის ძეგლით ჩანაცვლება იგეგმება.
მეხიკოს მერმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ კოლუმბის ადგილს ოლმეკების ტომის წარმომადგენელი ქალის ძეგლი დაიკავებს.
მისივე თქმით, ეს "სოციალური სამართლიანობის აღდგენაა" და არა "ისტორიის წაშლის მცდელობა."
ქრისტეფორე კოლუმბი იტალიელი მოგზაური იყო, რომელიც მე-15 საუკუნეში ესპანეთის მეფის დაფინანსებით ინდოეთისკენ გაემგზავრა, მაგრამ ამერიკა აღმოაჩინა. ამან შემდგომში ესპანურ კოლონიზაციას გაუხსნა გზა.
მექსიკაში ულტრამემარცხენე აქტივისტები კოლუმბის ძეგლის ჩამოგდებას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ.