მელონიმ ევროპარლამენტის არჩევნებს უწოდა "რეფერენდუმი ორ ევროპას შორის"
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის არჩევნები იქნება "რეფერენდუმი, რომელშიც ისინი ორ ევროპას შორის გააკეთებენ არჩევანს."
ამის შესახებ ANSA წერს.
მელონიმ თქვა, რომ მომავალ კვირას ევროპარლამენტის არჩევნები იქნება "რეფერენდუმი ევროპის ორ საპირისპირო ხედვას შორის."
"ერთის მხრივ, ეს არის იდეოლოგიური, ცენტრალიზებული, ნიჰილისტური, მზარდად ტექნოკრატიული ევროპა, მეორე მხრივ, ეს არის მამაცი და ამაყი ევროპა, რომელიც არ ივიწყებს თავის ფესვებს, რადგან ეს ფესვები განსაზღვრავს ვინ ვართ ჩვენ და გვეხმარება." - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
მელონი მემარჯვენე, კონსერვატორული "იტალიის ძმების" ლიდერია. ეს პოლიტიკური ძალა ევროპარლამენტში "ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების" (ECR) წევრია.
ულტრამემარჯვენე ლიდერმა მარინ ლე პენმა ცოტა ხნის წინ მელონის მემარჯვენე სუპერჯგუფის შექმნა შესთავაზა, რომელიც ევროპარლამენტში სიდიდით მეორე ჯგუფი შეიძლება გახდეს. ამ ინიციატივას მხარი ვიქტორ ორბანმაც დაუჭირა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, მელონის "იტალიის ძმებს" იტალიის მოქალაქეების 27.3% უჭერს მხარს, მემარცხენე "დემოკრატიული პარტია" - 22%, "5 ვარსკვლავის მოძრაობა" - 14.7%, სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტული Forza Italia - 8.6% და ულტრამემარჯვენე Lega Nord - 8.6%.