მექსიკაში აბორტის დეკრიმინალიზება მოხდა
მექსიკის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ აბორტის დასჯა არაკონსტიტუციურია.
აბორტი მექსიკის 4 შტატის გარდა ყველგან მკაცრად შეზღუდულია.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლუის მარია აგილარის თქმით, ეს არის "ისტორიული ნაბიჯი ქალების უფლებებისკენ."
სასამართლომ კოაჰუილას შტატს, სადაც აბორტი ყველაზე მკაცრად დასჯადია, ყველა სასჯელის გაუქმება უბრძანა.