МИД: ჩვენი დახმარებით აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. 

ამის შესახებ კარასინმა რია ნოვოსტისთან საუბარში განაცხადა. 

"ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ჩვენ მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგია, მათ შორის ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის და ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობით",- ამბობს კარასინი. 

მასალა განახლებადია 

კონტექსტი 

პარლამენტში გამოსვლისას ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ღამით აზერბაიჯანთან დაწყებული შეტაკებების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო მონაცემებით მოკლულია 49 ჯარისკაცი. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით მათი მხრიდან ცეცხლის გახსნა სომხეთის მიერ სახელმწიფო საზღვარზე მოწყობილი დივერსიულ აქტს მოჰყვა. 

"სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაშკესანში, ქელბაჯარისა და ლაჩინის გასწვრივ სასაზღვრო ზოლთან მსხვილმასშტაბიანი დივერსიული აქტი მოაწყვეს. რის შედეგადაც არის მსხვერპლი და დაზიანებული სამხედრო ტექნიკა",- ნათქვამია შეტყობინებაში. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პასუხის მიზანია არ დაუშვას კონფლიქტის ზონის გაფართოება - "ვიღებთ აუცილებელ ზომებს, რათა ჩავახშოთ სომხეთის შეიარაღებული ძალების საცეცხლე წერტილები და არ დავუშვათ კონფლიქტის არეალის და მასშტაბის გაფართოება". 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით 00 საათსა და 05 წუთზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მსხვილკალიბრიანი არტილერიიდან და უპილოტო საფრენი აპერატების გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს სომხურ პოზიციების ქალაქების: ჯერმუკის, სოტკისა და გორისის მიმართულებით. 

მსგავსი სიახლეები