მოდერნას კვლევით COVID-19-ის ვაქცინა 6 თვის შემდეგაც 90%-ით ეფექტურია
მოდერნამ სამშაბათს განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მეორე დოზის მიღებიდან 6 თვის შემდეგაც ეფექტურია.
“ბოლო კვლევებით ვაქცინა კორონავირუსის ყველა შემთხვევაში 90%-ით ეფექტურია, ხოლო მძიმე შემთხვევებში მისი ეფექტურობა 95%-ია”, - ამბობენ კომპანიაში.
კვლევა მოიცავს 900 კორონავირუსის შემთხვევას, საიდანაც 100 მათგანი მძიმე იყო.
გარდა ეფექტურობის კვლევისა, მოდერნა მუშაობს არასრულწლოვნებში ვაქცინის კვლევის მეორე ფაზაზე. ამჟამად 3000-მდე 12-დან 17 წლამდე ადამიანია ჩართული კვლევაში. კომპანია გეგმავს კვლევა 6 თვიდან 11 წლამდე ბავშვებზეც გააგრძელოს.