მორავიეცკის თქმით, კალინინგრადთან პოლონეთის ჯარი დადგება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთის ჯარები სასაზღვრო რაიონებში ისევ დადგება, რისი მიზანიც ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაა.
მორავიეცკის სიტყვებს Polskie Radio ციტირებს.
"მთელ სასაზღვრო ზოლზე ავაშენებთ ფიზიკურ და ელექტრონულ ბარიერებს, ეს არის ე.წ. პერიმეტრია. ასევე გავაძლიერებთ სასაზღვრო და ყველა სხვა სამსახურს. ეს უკვე გაკეთდა, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მთელ ამ პროცესს." - თქვა პოლონეთის პრემიერმა ბარტოშიცეში, კალინინგრადიდან 60 კილომეტრში.
მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთის ჯარი სასაზღვრო რაიონებში ისევ დადგება "თანამედროვე დანაყოფები და თანამედროვე იარაღი."
პოლონეთმა 2022 წლის იანვარში, ბელორუსის ხელისუფლებასთან კონფლიქტის ფონზე, ბელორუსის საზღვარზე ღობის მშენებლობა დაიწყო. 186 კმ სიგრძისა და 5.5 მ სიმაღლის ბარიერები მშენებლობა მავთულხლართებით და ინტეგრირებული ელექტრონული კონტროლის სისტემებით ოქტომბერში დასრულდა.