"მშვიდობით ჯო" - მსოფლიოს რეაქცია აშშ-ს საპრეზიდენტო დებატების პირველ რაუნდზე
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დებატების პირველი რაუნდის შედეგები შოკისმომგვრელი იყო არამხოლოდ დემოკრატიული ბანაკისთვის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებისთვის მთელს მსოფლიოში.
დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების პერსპექტივა განსაკუთრებით ევროპელი მოკავშირეების შფოთვის საგანია - გუშინდელი დებატების შემდეგ პერსპექტივა უფრო რეალური გახდა.
წარმოგიდგენთ საერთაშორისო მედიის რეაქციებს ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის დებატების პირველ რაუნდზე.
გერმანია
გერმანული გამოცემები დებატების გაშუქებისას პირდაპირ და საკმაოდ უხეშ შეფასებებს არ მორიდებიან.
"ნახვამდის ჯო" - ამ სათაურით გავიდა Bild-ის მასალა დებატების შესახებ, ხოლოდ გაზეთმა Süddeutsche Zeitung-ის ავტორებმა დებატებს "საყურებლად მტკივნეული უწოდეს."
დებატების შესახებ ცალკე მომზადებულ ვრცელ მასალაში გაზეთის ავტორები წერნდნე, რომ დებატების პირველი რაუნდის შედეგად რეალურად დამარცხებულები ამერიკელები არიან.
საფრანგეთი
ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემამ Le Monde-მა დებატებს ბაიდენის ნამდვილ კატასტროფად შეაფასა.
"სუსტი და მონოტონური ხმისთვის" გააკრტიკა ბაიდენი მემარცხენე Liberation-მა, გაზეთის ავტორების მტკიცებით, "ეს იყო უპრეცედენტო კატასტროფა ამერიკის პოლიტიკურ ისტორიაში."
"კატასტროფული" უწოდა ბაიდენის გამოსვლას Le Figaro-მაც.
გაერთიანებული სამეფო
მთავარი ბრიტანულმა გაზეთის TIMES-ის შეფასებით, დებატებმა ღრმა კრიზისში ჩააგდო ჯო ბაიდენის კამპანია, რადგანაც ამ პროცესში მკაფიო გახდა ჯო ბაიდენის ასაკი.
"ბაიდენს უჭირს მეტყველება, როდესაც ტრამპი იტყუება"- წერს The Guardian.
კრიტიკულად შეაფასა ბაიდენის გამოსვლა ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა - "პრობლემური გამოსვლა, ზრდის შიშებს ბაიდენის ასაკთან დაკავშირებით. დემოკრატები კი კუთხეში არიან მოქცეულნი."
"თუ შეიძლება რაიმე დადებითი ვიპოვოთ ბაიდენისთვის ეს ის არის, რომ დებატები ივნისში შედგა" - წერს Financial Times-ის კოლუმნისტი, ედვარდ ლუკი.
ჩინეთი
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CGTN-ის ეთერში გასული სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ "ბაიდენს უჭირდა მეტყველება, იმ ფონზე როდესაც ტრამპის პასუხები სხარტი და ლაკონური, იყო თუმცა დებატებიდან მათი პოლიტიკური პოზიციების შესახებ ახალი არაფერი გაუგიათ."
ჩინეთის საინფორმაციო სააგენტომ Xinhua-მ ყურადღება გაამახვილა კანდიდატების შორის მომხდარ პერსონალურ თავდასხმებზე.
ამერიკა
ალბათ ყველაზე მწვავედ დებატები მაინც ამერიკულმა მედიამ შეაფასა.
Wall Street Journal-ის პეგი ნონანის თქმით, ბაიდენისთვის საპრეზიდენტო კამპანიის გაგრძელების დაშვება "მოხუცების უფლებების დარღვევა იქნება."
ბაიდენის კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდა New York Times რამდენიმე კოლუმნისტმა, მათ შორის ჯო ბაიდენის მეგობარმა, ტომას ფრიდმანმა, ასევე პოლ კრუგმანმა, ფრენკ ბრუნიმ. გარდა ამისა ცალკე გამოქვეყნდა გაზეთის რედაქტორტა საბჭოს წერილი, რომელშიც ჟურნალისტები მოუწოდებდნენ ბაიდენს გზა ახალგაზრდა დემოკრატისთვის დაეთმო.
"ეს უბრალოდ სევდიანი" - ნათქვამია რესპუბლიკელების მიმართ სიმპათიურად განწყობილი ტაბლოიდ New York Post-ის თავფურცელზე.
შედარებით მოზომილი იყო Washington Post-ის მასალა უშუალო დებატებზე, თუმცა რედაქტორთა საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში დებატები შეფასებული იყო როგორც "ტკივილის 90 წუთი."