მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 290 მილიონზე მეტია

 

3 იანვარს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 290 მილიონს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.

ამავე პერიოდში კორონავირუსით მსოფლიოში 5.44 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

გარდაცლილების რაოდენობით ამერიკა, ინდოეთი და ბრაზილია ლიდერობენ.

პირველ ადგილზეა აშშ, სადაც 55 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი და 826 ათასი დაიღუპა.

მეორე ადგილზეა ინდოეთი 35 მილიონი შემთხვევით და 482 ათასი გარდაცვლილით.

მესამე კი ბრაზილიაა, სადაც კორონავირუსი 22 მილიონ ადამიანს ჰქონდა და 620 ათასი დაიღუპა.

ბოლო თვეში, ვირუსის ომიკრონ ვარიანტის გავრცელების გამო ახალ ტალღას ებრძვიან ამერიკაში, ბრიტანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში.

 

მსგავსი სიახლეები