ნიუ იორკი პირბადეების ვალდებულებას სრულად აცრილებს უხსნის
ოთხშაბათიდან ნიუ იორკში აცრილ ადამიანებს აღარ ექნებათ ვალდებულება პირბადეები ატარონ, განაცხადა შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ პრეს კონფერენციაზე.
2020 წლის აპრილში, ნიუ იორკის შტატი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც პირბადეების სავალდებულო ტარების წესი შემოიღო.
პირბადის ტარება შტატში ისევ სავალდებულო იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მოხუცთა თავშესაფრებში, უსახლკაროთა თავშესაფრებში, ციხეებში, სკოლებში და ჯანდაცვის დაწესებულებებში.
კერძო სექტორისთვის პირბადეების მოთხოვნა ნებაყოფლობით იქნება.
გარდა ამისა, კუომომ განაცხადა, რომ ქალაქ ნიუ იორკში მარათონი ნოემბერში ჩატარდება და მორბენალთა რაოდენობა 55,000-ის ნაცვლად 33,000 იქნება.
___________________________
ნოემბრის შემდეგ ნიუ იორკს ჰოსპიტალიზაციის და კრიტიკული შემთხვევების ყველაზე მცირე რაოდენობა აქვს. ორშაბათს შტატში 11 ოქტომბრის შემდეგ გარდაცვალების ყველაზე ცოტა - 11 შემთხვევა დაფიქსირდა.
კუომოს განცხადებით, ნიუ იორკის სრულწლოვანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი სრულად აცრილია.