ნიუ-იორკის მერია აცრილებს 100 დოლარს გადაუხდის

ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლაზიოს გადაწყვეტილებით პარასკევიდან ქალაქის ყველა მცხოვრები ვაქცინის პირველ დოზაზე 100 დოლარს მიიღებს.

დე ბლაზიომ განაცხდა, რომ 100 დოლარი დიდ წვლილს შეიტანს ვაქცინაციის დაჩქარებაში.

ნიუ-იორკში სულ 9 902 097 ვაქცინა გაკეთდა.

ქალაქის მოსახლეობის 59%-მა ვაქცინის ერთი დოზა მიიღო, 54% კი სრულად აიცრა.

ორშაბათს დე ბლაზიომ ქალაქის მერიის ყველა თანამშრომელს მოსთხოვა, რომ 13 სექტემბრამდე სრულად აიცრან ან პერიოდულად საკუთარი ხარჯებით დაიტესტონ.

 

 

მსგავსი სიახლეები