ომამდე ცოტა ხნით ადრე აბრამოვიჩმა შვილებს 4 მილიარდის აქტივები გადაუფორმა

უკრაინის რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა 4 მილიარდი დოლარის აქტივები შვილებს გადაუფორმა. 

ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული Guardian ავრცელებს

გამოცემის ცნობით, 2022 წლის თებერვლის დასაწყისში რომან აბრამოვიჩმა თავის საკუთრებაში არსებული 10 ოფშორული აქტივის ბენეფეციარებად თავისი შვილები გააფორმა, ეს აქტივები მანამდე მის სახელზე ირიცხებოდა. 

Guardian-ის ხელში ჩაუვარდა კვიპროსული კომპანია Meritservuc-ის საიდუმლო დოკუმენტები, სწორედ აღნიშნული კომპანია მართავს აბრამოვიჩის ოფშორულ აქტივებს. 

რუსი ოლიგარქის აქტივების მოულოდენლი რეორგანიზაციის შესახებ აქამდეც იწერებოდა, თუმცა Guardian-ის შესწავლილი საიდუმლო დოკუმენტებიდან ნათელი ხდება, რომ აბრამოვიჩის ფინანსების რეორგანიზაცია ბევრად უფრო მასშტაბური იყო. 

ამ დოკუმენტების შედეგად აბრამოვიჩის შვილები ჯამურად 4 მილიარდის დოლარის ღირებულების აქტივების მფლობელები გახდნენ, ფონდების გარდა შვილებზევეა გაფორმებული რამდენიმე თვითმფრინავი, იახტა და ძვირადღირებული ავტომობილი. 

კონტექსტი

თავად აბრამოვიჩს როგორც კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქს ფინანსური სანქციები დაუწესა გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა, ავსტრალიამ და კანადამ. აბრამოვიჩისთვის სანქციები ჯერჯერობით არ დაუწესებია აშშ-ს. 

არსებული ინფორმაციით რომან აბრამოვიჩი რუსეთის გარდა, ისრაელის და პორტუგალიის პასპორტსაც ფლობს და კატეგორიულად უარყოფს ფინანსურ კავშირებს კრემლთან. მეტიც აბრამოვიჩმა სანქციების მოხსნის მოთხოვნით ევროკავშირს სასამართლოშიც კი უჩივლა. 

 

მსგავსი სიახლეები