ომის დაწყების მომენტიდან პრეზიდენტ ზელენსკიზე 3 თავდასმა აღიკვეთა - Times
"მე მჭირდება შეიარაღება და არა გაქცევაში დახმარება",- ასე უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის შეთავაზებას მის შესაძლო ევაკუაციასთან დაკავშირებით.
ერთი კვირის განმავლობაში, პრეზიდენტი ზელენსკი სამ თავდასხმას გადაურჩა. ამის შესახებ გამომცემლობა The Times იტყობინება.
პრეზიდენტის მოსაკლავად ორი სხვადასხვა დივერსიული ჯგუფი გაგზავნეს - პუტინის მზარეულად ცნობილი ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული ვაგნერის მებრძოლები და კადიროვის სპეციალური რაზმები.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოში როგორც ამბობენ, უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ორივე ჯგუფი უკვე გაანადგურეს. უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის თქმით, ბოევიკთა ჯგუფები რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მიერ მოწოდებული ინფორმაციის დახმარებით განეიტრალდა.
ვაგნერის ბოევიკებმა მისიის შესრულების მცდელობისას დანაკარგი განიცადეს. მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა უკრაინელების მზაობა. ჯგუფთან დაახლოებული პირი ამბობს, რომ ზელენსკის უსაფრთხოების ჯგუფი უცნაურად მომზადებული იყო.
შაბათს, 26 თებერვალს, უკრაინულმა სპეცსამსახურებმა პრეზიდენტზე თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს. კიევის შემოგარენში უკრაინელებმა ჩეჩნების ელიტური დანაყოფის ლიკვიდირება მანამდე მოახერხეს, სანამ ისინი პრეზიდენტ ზელენსკის მიუახლოვდებოდნენ.
"კადიროვის ელიტური ქვედანაყოფი გავანადგურეთ, რომლებსაც პრეზიდენტ ზელენსკის მოკვლა სურდათ“,- თქვა ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ალექსეი დანილოვმა.
ამავე ინფორმაციით, ვაგნერელბმა ჩეჩნური დაჯგუფების შესახებ არაფერი იცოდნენ, მათ თავიანთი ამოცანა ჰქონდათ - ბოევიკებს 6 კვირის განმავლობაში უნდა ეთვალთვალათ 24 უმაღლესი თანამდებობის პირისთვის და უნდა გაენეიტრალებინათ ისინი. ამას კი, თავის მხრივ, უკრაინის მთავრობის დამხობა უნდა მოჰყოლოდა.
ვაგნერელები რუსული სპეციალური ძალების ჩასვლას უნდა დალოდებოდნენ. ამ სპეციალური ჯგუფის ამოცანა კიევთან დასახული მისიის შესრულების შემდეგ კიევის შემოგარენში ვაგნერელებისთვის უსაფრთხო კორიდორის გახსნა იყო. მათი გეგმის მიხედვით, კიევზე თავდასხმა ცრუ სვლა იქნებოდა, რათა უკრაინელებს ყურადღება გადაეტანათ, ეს კი შექმნიდა ზელენსკის ლიკვიდაციის შესაძლებლობას.
თუმცა, ქალაქის მისადგომებთან რუსული სამხედრო კოლონის გაჭედვამ ქალაქზე იერიშის ტემპი საგრძნობლად დააგდო.
ცენტრიდან ბოევიკებს მისიის ვადაზე ადრე დაწყება მოსთხოვეს, რათა, ქალაქში მოძრავ დივერსიულ ჯგუფებს მოსაჩვენებელი გამარჯვების ეფექტი შეექმნათ. ვაგნერელებს სიაში არსებული 24 პირის დაუყოვნებლივ გაენეიტრალებინათ უბრძანეს.
კიევში მყოფ დაქირავებულებთან ახლოს მყოფი პირი ირწმუნება, რომ მცირე დანაკარგის მიუხედავად, რაც ცუდად დაგეგმილმა ოპერაციასთან იყო დაკავშირებული, უკრაინის ტერიტორიაზე მრავლად არიან მათ "კოლეგები". ბოევიკებთან ახლოს მყოფი წყაროს ინფორმაციით, მხოლოდ კიევში 400-ზე მეტი თავებზე მონადირეა.
„ერთი იღბლიანი მცდელობა და ყველანი ბონუსებით წავალთ სახლებში“ - ეუბნება The Times წყარო. მათი გეგმის მიხედვით, მიმდინარე კვირაში ახალი თავდასხმაა დაგეგმილი.
უკრაინაში მყოფი ვაგნერის დაჯგუფება დეკემბრამდე აფრიკაში იმყოფებოდა. ვაგნერელები რუსეთში დაბრუნდნენ და მოსკოვიდან 60 კილომეტრის მოშორებით სამხედრო ბაზაზე გადაჯგუფდნენ. მალევე ბოევიკები დონბასში და ჩრდილოეთ უკრაინის ტერიტორიაზე გადაისროლეს. ბელარუსის სახელმწიფო საზღვარი დაახლოებით ოთხასმა ბოევიკმა იანვრის ბოლოსკენ გადაკვეთა და კიევისკენ დაიძრა.
დიპლომატიური წყარო და ვაგნერის სპეციალისტი ამბობს, რომ რუსული სპეციალური ძალები უკეთესად აღჭურვილნი არიან, ვიდრე ვაგნერელები, მაგრამ ვაგნერელების მიერ დავალების წარმატებით შესრულება კრემლისთვის უფრო სასურველია, რადგან მათ თავიანთი ბრალეულობის უარყოფის მეტი საფუძველი ექნებათ.
"ისინი გაგზავნეს მისიით, რომლის უარყოფასაც რუსეთი მოისურვებდა - ქვეყნის მთავარსარდლის მკვლელობა ურთულესი ამოცანაა. ამას უდიდესი გავლენა ექნებოდა ომზე“,- ამბობს წყარო. მიუახლოვდე, მოკლა ქვეყნის მთავარი პირი და დაამხო უკრაინის მთავრობა უდიდეს სირთულეს წარმოადგენს.
ერთ-ერთი, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ, არის ზელენსკის უახლოეს წრეში ინფილტრაცია, პრეზიდენტის კოორდინატების გაგება და ლაზერული დამიზნების საშუალებით რუსეთისგან წერტილოვანი დარტყმა-განადგურება.
ომის დაწყებისთანავე ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის სამიზნე ნომერი ერთი იყო.
პრეზიდენტი, კიევში მოსალოდნელ დივერსიულ ჯგუფებზე, რომლებიც მასზე და მის ოჯახზე ინადირებდნენ, გაფრთხილებული იყო. აშშ-ს მიერ გაფრთხილებასა და სურვილის შემთხვევაში, კიევიდან გასვლის დახმარებაზე, ზელენსკიმ საჯაროდ განაცხადა, რომ „მას შეიარაღება სჭირდება და არა გაქცევაში დახმარება".
რუსული ძალების კიევთან მოახლოების შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყვიტა ქალაქში ვიდეოების გადაღება. მისი ვიდეო მიმართვები წინასწარაა ჩაწერილი ისეთი ადგილებიდან და ფონზე, რომ შეუძლებელია ლოკაციის დადგენა. რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, უსაფრთო კომუნიკაციის მიზნით, აშშ-მა სატელიტური ტელეფონიც კი გაუგზავნა.
მსგავსი თავდასხმების ასაცილებლად, ზელენსკის უახლოესი წრე ყველაზე სანდო ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მისი მდებარეობა და კომუნიკაციის საშუალებები ხშირად უნდა შეიცვალოს.