პაკისტანის პრემიერი იმრან ხანი თანამდებობიდან გადააყენეს
პაკისტანის პრემიერ-მინისტრს ქვეყნის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. იმრან ხანის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი 342 დეპუტატიდან 174-მა დაუჭირა.
დეპუტატების თქმით, ხანმა ვერ შეძლო ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება და კორუფციის მოთოკვა. აღსანიშნავია, რომ ეს მიმდინარე კვირაში პრემიერის გადაყენების მეორე მცდელობა იყო.
შეთახნმების თანახმად უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრამდე თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ ასად კაისერმა. სპიკერმა თავის გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ვერ დაუჭერდა მხარს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობას კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით.
თავდაპირველად დეპუტატები ხანის ჩამოშორებას 3 აპრილს შეეცადნენ, მაგრამ მაშინ კანონმდებლების მოთხოვნა ვიცე-პრემიერმა იმ მიზეზით უარყო თითქოს ინიციატივა კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა.
იმავე დღეს, პაკისტანის პრეზიდენტმა არიფ ალვიმ ქვეყნის პარლამენტი დაშლილად გამოაცხადა. პრეზიდენტის საპასუხოდ ოპოზიციამ განაცხადა, ქვეყნის პარლამენტში მჯდომარე გაფიცვას იწყებდნენ და შენობას არ დატოვებდნენ.
7 აპრილს პაკისტანის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკანონიერად ცნო პრეზიდენტის გადაწყვეტილება პარლამენტის დაშლისა და უნდობლობის პროცედურის ჩაგდების შესახებ.
თავის მხრივ იმრან ხანი ამბობს, რომ თანამდებობას არ დატოვებას და არ მიიღებს ოპოზიციურ მთავრობას, ხანის თქმით, მისი დამხობის მცდელობის უკან ამერიკის შეერთებული სპეცსამსახურები დგანან.
იმრან ხანის პოზიციები ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად დასუსტდა, მისმა ბლოკმა პარლამენტში რამდენიმე მოკავშირე დაკარგა, რომლებიც ოპოზიციის რიგებს შეურთდნენ.
იმრან ხანი - პაკისტანის კრიკეტის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და მსოფლიო კრიკეტის სუპერვარსკვლავია, რომელმაც არჩევნებში 2018 წელს გაიმარჯვა. მიიჩნეოდა, რომ იმრან ხანს მხარს უჭერდა არმია და სპეცსამსახურები, რომლებიც პაკისტანის პოლიტიკაში ყველაზე გავლენიანი ჯგუფები არიან.
ხანმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პირველად ბოლო ათწლეულის განმავლობაში პაკისტანში სამოქალაქო მთავრობის ჩამოყალიბება შეძლო.
მისი მთავარი დაპირება კორუფციის დამარცხება და ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობი გაუმჯობესება იყო, თუმცა ჯერ კორონავირუსის პანდემია, ხოლო მოგვიანებით პირველადი მოხმრების პროდუქციის გაძვირებამ ამის საშუალება არ მისცა.
სავარაუდოა, რომ იმრან ხანმა არმიის მესვეურების მხარდაჭერა დაკარგა, წინა კვირებში ცნობილი გახდა, რომ ხანი არმიის მეთაურის თანამდებობიდან გადაყენებას ცდილობდა, თუმცა მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
ეს პაკისტანის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის პარლამენტმა პრემიერი დაითხოვა. ქვეყნის ისტორიაში მსგავსი სულ ორი მცდელობა იყო: პირველად 1988 წელს, როდესაც პარლამენტი ბენაზირ ბჰუტოს გადაყენებას შეეცადა, ხოლო მეორედ 2006 წელს შავკატ აზიზის წინააღმდეგ. ორივე მცდელობა წარუმატებელი იყო.