პენტაგონი Abrams-ების უკრაინისთვის გადაცემაზე: ჩვენ ყველა ვარიანტს განვიხილავთ

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის Abrams-ის ტანკების შესაძლო გადაცენას. ამის შესახებ РБК-Украина პენტაგონის სპიკერის, პატრიკ რაიდერის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

რაიდერმა უპასუხა ცნობებს, რომ აშშ არ აპირებს Abrams-ის ტანკების უკრაინაში გაგზავნას.

პენტაგონის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მას არ აქვს დამატებითი ინფორმაცია ამ თემაზე, მაგრამ ვაშინგტონი განიხილავს "ყველა შესაძლო ვარიანტს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში".

რაიდერმა M2 Breadly-ს, რომლის უკრაინისთვის გადაცემასაც აშშ გეგმავს, "ტანკების მკვლელი" უწოდა.

კონტექსტი

5 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ გერმანია უკრაინას ჯავშანმანქანა Marder-ებს და საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ის ბატარეას გადასცემს, ხოლო აშშ - ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2 Bradley-ს.

4 იანვარს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელოფონო საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა უთხრა, რომ უკრაინა ფრანგული წარმოების ტანკებს, AMX-10RC-ებს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები