პრიგოჟინი თავდაცვის სამინისტროს: საქონლებო რას აკეთებთ, აწიეთ ტრაკები

ევგენი პრიგოჟინი 30 მაისის დილით მოსკოვზე განხორციელებულ დრონების მასირებულ თავდასხმას გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ მიმართა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს. 

"თქვე აქოთებულო საქონლებო, რას აკეთებთ. თქვე საქონლებო. აწიეთ თქვენი ტრაკები კაბინებიტიდან, რომელშიც ამ ქვეყნის დასაცავად დაგსვეს. თქვენ თავდაცვის სამინისტრო ხართ. თქვენ არ გაგიკეთებიათ არაფერი, რომ ჩვენი შეტევა გაგრძელებულიყო. რა ჩემ ფეხებად უშვებთ ამ დრონების თავდასხმას მოსკოვზე? ის რომ ეს დრონები რუბლიოვკაზე მოფრინავენ ჯანდაბას, თქვენი სახლები ცეცხლსაც წაუღია, მაგრამ რა ქნან ჩვეულებრივმა ადამიანებმა, რომელთა სახლსაც ეჯახება დრონი ასაფეთქებელით. 

მე როგორც მოქალაქე ღრმათ შეშფოთებული ვარ, რომ ეს ნაძირლები მშვიდად ზიან თავიანთ კაბინეტში და ისუქებენ თავიანთ ტრაკს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ხალხს აქვს ამ კითხვების დასმის უფლება ამ არამზადებისთვის. 

მე ამის შესახებ ვაფთხილებდი, მაგრამ ჩემი მოსმენა არავის უნდა იმიტომ, რომ ბოროტი ვარ და უხასიათოდ ვაყენებ ბიუროკრატებს, რომლებიც კვლავ შესანიშნავად ცხოვრობენ",- ამბობს პრიგოჟინი. 

კონტექსტი 

30 მაისის დილით, მოსკოვზე პირველად განხორციელდა დრონების მასირებული თავდასხმა, დაზიანებულია რამდენიმე შენობა, საჭირო გახდა მაცხოვრებლების ევაკუაცია. 

ერთ-ერთი დრონი პოდმოსკოვიის რაიონის სოფელ რაზდორთან ჩამოაგდეს, რომელიც რუბლიოვკის ნაწილია, სადაც კრემლის ელიტის სახელმწიფო აგარაკები მდებარეობს. 

უფრო მეტი მოსკოვზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ წაიკითხეთ აქ. 

მსგავსი სიახლეები