პუტინი თურქეთს აგვისტოს ბოლოს ეწვევა - Hürriyet
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთს ამ თვის ბოლოს ეწვევა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენას ცდილობს.
ამ ინფორმაციას პროსამთავრობო გაზეთი Hürriyet ავრცელებს.
გასულ თვეში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სტამბოლში ვიზიტის დროს, თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ პუტინი აგვისტოში თურქეთს ეწვევა, რათა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივება განიხილოს, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევდა შავი ზღვის გავლით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი გაეგრძელებინა.
მაგრამ შეთანხმებიდან, რომელიც გაეროს და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა, რუსეთი ცალმხრივად გამოვიდა.
ერდოღანი უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ ბალანსის პოლიტიკას ატარებს.
მიუხედავად იმისა, რომ ის აქტიურად გმობს პუტინის უკანონო შეჭრას და თურქული წარმოების უპილოტო თვითმფრინავებს აწვდის უკრაინას, ანკარა ასევე არ აწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ცდილობს მოსკოვთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო.