პუტინს პრეზიდენტად მეხუთე ვადით კენჭისყრა ჯერ არ გადაუწყვეტია - კრემლი

 ვლადიმირ პუტინს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ, ჟურნალისტებს, 2 ნოემბერს, კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპიკერს ჰკითხეს, გადაწყვიტა თუ არა პუტინმა ხელახლა წარადგინოს კანდიდატურა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე. "არა", - უპასუხა პესკოვმა.

რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება. რუსეთში პრეზიდენტი 6 წლის ვადით აირჩევა.

პუტინისთვის შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება მეხუთე იყოს. ის რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2000 წლიდან იკავებდა, 2008-2012 წლებში შესვენებით, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო.

მსგავსი სიახლეები