რამაფოსა: სამხრეთ აფრიკელი ერი ქსენოფობი არ არის
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკელი ერი "არ არის ქსენოფობი".
მისი განცხადება ერთ-ერთი პროვინციის ჯანდაცვის მინისტრის კომენტარებს მოჰყვა ზიმბაბველ პაციენტზე, რომელიც ქვეყანაში მკურნალობდა. მინისტრი თითქოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ადანაშაულებდა სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სისტემაში გადატვირთვაში.
"თქვენ კლავთ ჩემს ჯანდაცვის სისტემას", - მიმართა პაციენტს დოქტორმა ფოფი რამათუბმა ფართოდ გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც ავტოკატასტროფაში მეზობელ ზიმბაბვეში მოხვდა, მაგრამ სამხრეთ აფრიკის ლიმპოპოს პროვინციაში სამკურნალოდ გაემგზავრა.
პარლამენტში კითხვა-პასუხის სესიაზე სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ რამაფოსას ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა ის დოქტორ რამათუბას განაცხადებას.
პრეზიდენტმა თქვა, რომ ჯანდაცვის ჩინოვნიკმა მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრა და მიგრაცია სერვისების მიწოდებაზე უარყოფით გავნელას ახდენს, მაგრამ მას სხვა პლატფორმა უნდა გამოეყენებინა მისი შეშფოთების გამოსახატად.
რამაფოსამ ასევე თქვა, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს მიგრაციით გამოწვეული გამოწვევების გადასაჭრელად, რათა უზრუნველყოს კანონის უზენაესობის დაცვა.
იმავდროულად, ზიმბაბვეს საელჩო პრეტორიაში დაუკავშირდა სამხრეთ აფრიკის მთავრობას დოქტორ რამათუბას მიერ გაკეთებული კომენტარების შესახებ.