რას ამბობენ ისრაელში ღაზის საავადმყოფოს აფეთქებაზე?

17 ოქტომბერს ღაზას სექტორში ალ-აჰლის ბაპტისტური საავადმყოფო დაიბობმა, რასაც ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებების ცნობით, 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საავადმყოფო ისლამური ჯიჰადის მიერ გასროლილი რაკეტით აფეთქდა, ხოლო პალესტინური მხარე ჰოსპიტალის დაბომბვაში ისრაელს ადანაშაულებს.

ამ საკითხზე, ისრაელის არმიის წარმომადგენელმა, დანიელ ჰაგარიმ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა, სადაც მათი მოწინღაამდეგეების ბრალეულობაზე ისაუბრა. 

რას ამბობს ჰაგარი:

  • გუშინ, ადგილობრივი დროით 18:59 წუთზე, ღაზის სექტორში არსებული სამხედრო ჯგუფის "პალესტინის ისლამური ჯიჰადის" წევრებმა 10 რაკეტა ისროლეს, რასაც საავდმყოფოს აფეთქება მოყვა. გასროლილი რაკეტები და აფეთქება, დროში ერთმანეთს ემთხვევა. 
  • ისრაელის არმიის საჰაერო დაზვერვის მონაცემებით, რომელიც სრულად ზუსტია, დგინდება, რომ "პალესტინის ისლამური ჯიჰადის" მებრძოლებმა რაკეტა საავდმყოფოს სიახლოვეს არსებული სასაფლაოდან გაისროლეს, რომელიც შემთხვევით საავდმყოფოს ტერიტორიაზე აფეთქდა. 
  • დანიელ ჰაგარის თქმით, აფეთქება საავდმყოფოს პარკინგზე მოხდა, სადაც შესაძლებელია "დამწვარობის ნიშნების დანახვაა" შესაძლებელი. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის მხრიდან რაკეტების გაშვების შემთხვევაში, ადგილზე კრატერები წარმოიშვებოდა, და ზოგადად, შედეგები უფრო მძიმე იქნებოდა. 

ისრაელის არმიაში ასევე ამბობენ, რომ აფეთქების შემდეგ, ჰამასმა მოკლე დროშივე დაიწყო თავდასხმის ისრაელისთვის დაბრალება, რაც შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა, რადგანაც ასე მოკლე დროში, რეალური მიზეზის დადგენა შეუძლებელია. 

ჯო ბაიდენი: ღაზის საავდმყოფოს დაბომბვაში, როგორც ჩანს სხვა არის დამნაშავე

კიდევ ერთი მტკიცებულება, რასაც ისრაელის მხარე იშველიებს, არის რადარები, რომელიც ნასროლი რაკეტის ტრაექტორიას ადგენს. ამ სისტემის გამოყენებით, ისინი ასკვნიან, რომ საავდმყოფოს მიმართულებით ნასროლი რაკეტა ღაზის სექტორიდან იყო გამოშვებული. 

ჟურნალისტის კითხვაზე - თუ რატომ უნდა დაიჯერონ ისრაელის ოფიციალური ვერსია ამ საკითხზე, დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ ეს დასკვნა მოკლე დროში შემუშავებული არ არის და ორჯერ გადამოწმებულია.  

მსგავსი სიახლეები