Reuters: აზოვსტალის ტერიტორია დაჭრილმა მებრძოლებმა ავტობუსებით დატოვეს

მარიუპოლში აზოვსტალის ტერიტორიიდან დაჭრილი უკრაინელი მებრძოლების ევაკუაცია დაიწყო. 

ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters თვითმხილველზე დაყრდნობით წერს

"დღეს Reuters-მა დაინახა ათობით ავტობუსი, რომელსაც ცალსახად გადაჰყავდა უკრაინელი მებრძოლი. ვერ მოხერხდა დადგენა, თუ რამდენი ადამიანი იყო ავტობუსში. სხვადასხვა შეფასებით საწარმოს ტერიტორიაზე 600-მდე მებრძოლი იმყოფება, ათობით მათგანი დაჭრილია",- ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დაჭრილების ევაკუაციის საკითხზე უკრაინულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების შესახებ განაცხადეს დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც. 

ცოტა ხნის წინ აზოვის პოლკის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ განაცხადა, რომ მათ შეასრულეს მთავარსარდლის ბრძანება და მას სურს მებრძოლებს სიცოცხლე შეუნარჩუნოს. 

მსგავსი სიახლეები